მეც ვუერთდები საზოგადოების პროტესტს, რა თქმა უნდა, ეს არის სამართლიანი პროტესტი, - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ასანიძემ გლადნის მე-8 საპყრობილეში პატიმრების წამების ფატზე კომენტირებისას.
"საზოგადებამ უკვე პასუხი გასცა მომხდარ ფაქტს და ანალოგიურად მეც ვუერთდები საზოგადოების პროტესტს, რა თქმა უნდა, ეს არის სამართლიანი პროტესტი. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა აწარმოოს გამოძიება და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი ვინც ამ ყველაფრის უშუალოდ დამკვეთი და შემსრულებელი იყო, რადგან საზოგადოება ამას მოითხოვს და სწორედ ეს არის ჩვენი ვალდებულება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ასანიძემ.