,,რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი ტელეკომპანიიდან წამოსვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნანა ინწკირველმა გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
,, რუსთავი-2"-ის დატოვებას არ ვაპირებ, რა სისულელეა. გუშინაც ვიმუშავე, დღესაც ვმუშაობ და ხვალაც ვაპირებ მუშაობას", - განაცხადა ინწკირველმა.
შეგახსენებთ, ,,ალიაში" ვრცელდება ინფორმაცია ,,რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნანა ინწკირველის ტელეკომპანიიდან წამოსვლის შესახებ.