სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული დახმარების ადვოკატებმა სამსახური დატოვეს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთმა ადვოკატმა ირაკლი მირცხულავამ განუცხადა.
მისი თქმით, სამსახურის დატოვების მიზეზი გლდანის ციხეში განვითარებული პროცესებია.
"გავრცელებული კადრების შემდეგ, მე და ჩემმა თანამშრომელმა მერაბ წკრიალაშვილმა პროტესტის ნიშნად სამსახური დავტოვეთ, რადგან არ გვსურს აღნიშნულ უწყებაში მუშაობა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ირაკლი მირცხულავამ.
,,ნებისმიერი ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია. მე მივიღე გადაწყვეტილება და დავდექი იქ, სადაც ქართველი ხალხი დგას", - განაცხადა ირაკლი მირცხულავამ.