ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსი ბაგრატ ნათელაური კოალიცია „ქართულ ოცნებაში" გადავიდა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბაგრატ ნათელაურმა განუცხადა.
ნათელაურმა გამგებელს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებით უკვე მიმართა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჟა ნასყიდაშვილმა აღნიშნა, ნათელაურმა განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა.
სამსახურიდან „ქართული ოცნების" მხარდამჭერების გათავისუფლებაზე უარი თქვა ბაგრატ ნათელაურის მეუღლემ თამარ ონიაშვილმა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილებას ხელმძღვანელობს. თამარ ონიაშვილი თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს.