შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ზარდიაშვილმა, გურჯაანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 42 წლის მალხაზ მამისაშვილს, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.