გაზეთ ვერსიის ვებგვერდზე "
versia.ge " ჰაკერული თავდასხმა ხორციელდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გაზეთის მთავარმა რედაქტორმა მაია ფურცელაძემ განუცხადა, ამჟამად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს თუმცა ჰაკერული თადასხმა აშკარაა.
"ეს უკევ მეორედ ხდება. ჰაკერული თადასხმა აშკარაა. მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. ამ ეტაპზე ზედმეტი კომეტარისგან თავს შევიკავებ და სპეციალისტების კომპეტენტურ დასკვნას დაველოდები", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გაზეთის მთავარმა რედაქტორმა მაია ფურცელაძემ.
ამჟამად გაზეთის რედაქციის საიტზე "versia.ge" გამოფენილია სირიელი ამბოხებუულის ფოტო, რომელსაც ხელში სირიის დროშა უკავია.