ბედუკაძე ამბობს, რომ მონაწილეობდა პატიმრების წამებაში, თუმცა აცხადებს , რომ სისტემის მსხვერპლი იყო და იძულებული იყო ეს ყველაფერი გადაეღო, - ამის შესახებ ამის შესახებ მე-9 არხის ეთერში ბრიუსელიდან ჩართვის დროს, ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა.
"ყველა ვიდეოს ბაჩო ახალაიას ციხის უფროსი აჩვენებდა იმისთვის - ნახეთ, ჩვენ რა კარგად ვმუშაობთო". ბედუკაძე პირდაპირ ხელს ადებს ბაჩო ახალაის და ამბობს, რომ მოყოლებული 2005 წლიდან დღემდე, ახალაიას კლანი მართავს ციხეებს", - განაცხადა ფოფხაძემ.
თუ რატომ მოხდა ვიდეოების ახლა, არჩევნების წინ გავრცელება, ფოფხაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს.
"ერთი ვერსიაა ის, რომ შიდა წრიდან გაჟონა ამ მასალის არსებობამ და მივიდა მთავრობის ყურამდე. მეორეა - ერთ-ერთმა ევროდეპუტატმა დაიბარა საქართველოს ელჩი ევროსტრუქტურებში და აჩვენა ეს ვიდეო და უთხრა, ეს რა ხდება საქართველოს ციხეებშიო", - განაცხადა ფოფხაძემ.
მისივე თქმით, ის ნანობს, რომ მოუწია გავრცელება ამ ვიდეომასალის, რადგან ამით საფრთხის წინაშე დააყენა ბედუკაძის ოჯახი, რომელიც მისივე ინფორმაციით, ამჟამად საქართველოშია.