თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლდანის მე-8 საპყრობილეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა:
"ეს ყველაფერი იყო შემზარავი. ცალსახად დასაგმობია და მიუთითებს იმას მიუხედავად ბევრი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რეფორმებისა, მათ შორის მტკივნეული რეფორმებისა, რომელიც ჩვენ ამ წლებში ჩავატარეთ, სადღაც რაღაც გამოგვრჩა და რაღაცას ბოლომდე ყურადღება ვერ მივაქციეთ. აშკარა სახეზეა სისტემური პრობლემა და მას სწრაფი რეაგირება სჭირდება. მე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, იმ პოლიტიკური გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში ბოდიში უნდა მოვუხადო ჩემი პირადი სახელით და ჩემი კოლეგების სახელით იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი სადისტური ზიანი მიაყენეს და ამავდროულად პირობა უნდა დავდო, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მსგავსი რამ ჩვენს ციხეებში აღარასოდეს განმეორდეს. იმიტომ, რომ ყველა მიღწევის მიუხედავად, ყველა წარმატების მიუხედავად მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ჩვენი მოქალაქე და განსაკუთრებით მეტი ყურადღება სჭირდება იმ ადამიანებს, მიუხედავად იმისა რა აქვს მას ჩადენილი, იმ ადამიანს ვინც იმყოფება ციხეში, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაში ყველა სიტუაციაში ცდუნება სისტემის, რომ დათრგუნოს ადამიანი ყველაზე მაღალია იმიტომ, რომ გაათკეებული ყურადღებაა საჭირო ამ პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ, ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ იმ ადამიანის უფლებების დაცვა არის განუხრელი პირველადი ამოცანა და თუ ჩვენ სადმე გვექნა სუსტი რგოლი, მაშინ შეუძლებელია წარმატებაზე საუბარი.
ეხლა წინასაარჩევნო პერიოდია და მე მინდა განსაკუთრებით სამართალდამცავებს ვთხოვო, რომ ყოველგვარი პოლიტიკური კონიუქტურის გარეშე, ობიექტურად იქნას ეს ყველაფერი გამოძიებული, რომ საზოგადოებას არ დარჩეს არც ერთი შეკითხვა. ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს პოლიტიკური, არამედ უნდა იყოს ორიენტირებული თითოეული დაზარალებული ადამიანის სახით, ჩვენ უნდა უთხრათ საზოგადოებას, ჩვენ ყველა წევრს, რომ მსგავსი რამე დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში".