საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დღეს კვლავ განახორციელა ვიზიტი გლდანის #8 დაწესებულებაში და ადგილზე გადაამოწმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამი პატიმრის ცემის თაობაზე.
სახალხო დამცველის წამომადგენელი პირადად შევხდა იმ პირველ სამ მსჯავრდებულს, რომელთაც დღეს ჰქონდათ საშუალება შეხვედროდნენ საკუთარი ოჯახის წავრებს. მედიასაშუალების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ პირველი სამი მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტთან საუბარში განაცხადეს, რომ მათი ახლობლები ნაცემები იყვნენ.
სახალხო დამცველი წარმომადგენელთან შეხვედრისას პატიმრებმა: გიგი ამაშუკელმა, გიორგი ბექაურმა და იური ხაჩატუროვმა განაცხადეს, რომ დღეს, 19 სექტემბერს, დაახლოებით 18 საათის შემდეგ შეხვდნენ ოჯახის წევრებს. მათ ჰქონდათ რიგგარეშე პაემანი, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა. პატიმრების განცხადებით, მათ მიმართ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ჯანმრთელობას არ უჩივიან, ზოგადად დაწესებულებაში სიმშვიდეა და ამ ეტაპზე სახალხო დამცველის დახმარებას არ საჭიროებენ.