სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობის შესრულებლად შს მინისტრ ბაჩანა ახალაიას მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა.
ლორთქიფანიძე შს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა ივანე მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდშიც. გიორგი ლორთქიფანიძე ძმასთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელიც კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, აქტიურად იყო ჩართული ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში.