საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები" გაიხსნა. კონფერენცია უნივერსიტეტის 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება და მასში 13 ქვეყნის 60-მდე გამოჩენილი უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს.
კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს, ავსტრიის, აშშ-ის, აზერბაიჯანის, გერმანიის, ესტონეთის, თურქეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, უკრაინის, რუსეთის და ყაზახეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები.
კონფერენციის თემატიკა იყო საინჟინრო მეცნიერებები და მაღალი ტექნოლოგიები, ტექნოლოგიები ეკოლოგიასა და საგანგებო სიტუაციებში, კვების და ფარმაციის სამრეწველო ტექნოლოგიები, საინჟინრო ტექნოლოგიები (ენერგეტიკა, ქიმია, მეტალურგია, სამთო-გეოლოგია, მშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ტრანსპორტი), გამოყენებითი მათემატიკა, ფიზიკა და ინფორმატიკა, ტელეკომუნიკაციები.
კონფერენცია "21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები" შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება.