ხვალ, 20 სექტემბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში ფესტივალ "შემოდგომის თბილისის" ფარგლებში ისრაელის კამერული ორკესტრი "იერუსალიმის კამერატა" კონცერტს გამართავს.
კონცერტს უდირიჟორებს ავნერ ბირონი. პროგრამაშია ჰაიდნი - სიმფონია #49; რ. შტრაუსი - "მეტამორფოზები" სიმებიანი ორკესტრისთვის; რაველი - "კუპერენის საფლავი"; რესპიგი - "ჩიტები".
ფესტივალის ორგანიზატორი და პროექტის ხელმძღვანელია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, პრეზიდენტი - ვახტანგ კახიძე. "შემოდგომის თბილისი" პირველად ჩატარდა 1993 წელს, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და თბილისის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით.