ფესტივალი "შაბათ-კვირა თბილისის პარკებში" 15 ოქტომბრის ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას თბილისის პარკებში გაიმართება. გასართობი ღონისძიებები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი, ძირითად აუდიტორიას მაინც ბავშვები შეადგენენ.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება საცირკო წარმოდგენები, მონოსპექტაკლები, მუსიკალური ბენდების კონცერტები ცოცხალი შესრულებით და სხვადასხვა გასართობი აქტივობები ანიმატორების, მხატვრებისა და ილუზიონისტების მონაწილეობით.
ფესტივალი "შაბათ-კვირა თბილისის პარკებში" ჩატარდება თბილისის ხუთი რაიონში - გლდანი - ვარდების რევოლუციის სახელობის პარკი; ნაძალადევი - ვეტერანთა პარკი; სკვერი მეტროსადგურ "ისანთან"; რიყის პარკი და ჯ. კახიძის სახელობის ("გოფილექტის") ბაღი - ჩუღურეთი.