რუსული მედია საქართველოს ციხეებში თავისუფლებაში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდების მხრიდან პატიმრების ბუნტის მომზადებაზე საუბრობს. კერძოდ, ერთ-ერთი რუსული გამოცემა, თბილისის სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "პოლიციაში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისუფლებაზე მყოფმა კანონიერმა ქურდებმა გამასწორებელ დაწესებულებებს მისცეს საიდუმლო ბრძანება დაიწყონ შიდა ბუნტები".
მათი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ციხის ბუნტები შესაძლოა დიდი ქალაქების - ბათუმის, ფოთის, ზუგდიდისა და ქუთაისის ქუჩებში გადავიდეს.