"საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის გადაყენება არ მომითხოვია", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია ტელეკომპანიამ მომხდარ ფაქტის გამო უფრო ინტენსიურ რეჟიმში იმუშაოს.
"საინფორმაციოს უფროსის გადაყენება არ მომითხოვია. მე მხარი დაუჭირე სტუდენტების მოთხოვნას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის გაშუქება უფრო ინტენსიურად მოხდეს, რადგან აქამდე საინფორმაციო სამსახურის მუშაობა დამაკმაყოფილებელი არ იყო", _ განაცხადა კვესიტაძემ.
შეგახსენებთ: ვრცელდებოდა ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის მხრიდან არხის საინფორმაციო უფროსის გადაყენების მოთხოვნის შესახებ.