იტალიელმა გამომგონებლებმა შექმნეს ხელსაწყო, რომელსაც სასაფლაოზე ნებისმერი საფლავის პოვნა შეუძლია.
სპეციალურ პროგრამას მეცნიერებმა "Easy Grave" უწოდეს. მისი საშუალებით, ნებისმერი გარდაცვლილის სახელისა და გვარის ჩაწერის შემთხვევაში, ეკრანზე სასაფლაოს რუკა გამოდის, რომელიც მძებნელს გარდაცვლილის საფლავთან მისასვლელ გზას მიასწავლის.
აღნიშნული პროგრამა ამჯერად მხოლოდ კომპიუტერისთვისაა ხელმისაწვდომი და უახლოეს პერიოდში ის ხელმისაწვდომი იქნება ტელეფონის გარკვეული მოდელებისა და სმარტფონებისთვის.