19 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 15 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.300 პროცენტით, მაქსიმალური 10.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.375 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 10.8 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.