მსოფლიო ბაზარზე ჩაის ფასმა მოიმატა. გაძვირების მიზეზი ინდოეთია, რომელიც ჩაის წარმოების მსოფლიო ლიდერია და სადაც ჩაის მოსავალი საგრძნობლად შემცირდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში ინდოეთში ჩაის წარმოება
11,4%-ით შემცირდა, რაც, თავის მხრივ, ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირდება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩაის მაღაზიებში ჩაი 10-15 %-ით გაძვირდა.