"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ წინასაარჩევნო კამპანიას შეწყვიტა . ეს განცხადება ინგა გრიგოლიამ გლდანის ციხესთან გააკეთა.
მისი თქმით, ასეთ პირობებში წინასაარჩევნო კამპანიის გაგრძელება უზნეობაა.
"სანამ აქ შეკრებილ ადამიანებს არ აჩვენებენ საკუთარ შვილებს, უზნეობად მიმაჩნია წინასაარჩვენო კამპანიის გაგრძელება და საარჩევნო დაპირებებზე საუბარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. არჩევნები უნდა ჩატარდეს და ხალხმა თავისი სათქმელი უნდა თქვას", - განაცხადა გრიგოლიამ.