,,დიპლომატებისთვის ისევე, როგორც ჩვენთვის ამაზრზენია გლდანის #8 საპყრობილეში მომხდარი ფაქტი", - განაცხადა ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლოტიური კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გლდანის საპყრობილეში მომხდარი შემთხვევის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ კალმახელიძის თანამდებობიდან გადადგომა, არასაკმარისია.
,, დიპლომატებისთვის ისევე, როგორც ჩვენთვის ამაზრზენია გლდანის #8 საპყრობილეში მომხდარი ფაქტი. Aამიტომ მხოლოდ კალმახელიძის თანამდებობიდან გადადგომა, არაფერს ნიშნავს. უნდა დადგეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული კორპუსის წარმომდგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ,,ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმებისა და ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.