ხელისუფლებას აღელვებს არა მხოლოდ ის კადრები, რაც საზოგადოებამ ნახა, არამედ გამოვლენილი ხარვეზები, - განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიმა გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების კომენტირებისას.
"შოკირებული და აღშფოთებული ვართ იმ კადრებით რაც ვიხილეთ. ამ კადრებზე არანაკლებ გვაღელვებს გამოვლენილი პრობლემები. ხელისუფლებამ დავუშვით შეცდომა, როდესაც ვერ შევაფასეთ ის სიგნალები, რომლებიც მოდიოდა სახალხო დამცველისა და საზოგადოების მხრიდან." - განაცხადა ბოკერიამ.