სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან. მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან ლაბორატორიის პრაქტიკული საქმიანობის გაცნობისა და შესწავლის მიზნით, ლაბორატორიაში მოვლინებული იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები. ისინი გაეცნენ განსაკუთრებით საშიში დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს, რისი ცოდნაც, სალექციო კურსთან ერთად, მათ დახმარებას გაუწევს მიკრობიოლოგიის კურსის ათვისებაში.
ლაბორატორიის სპეციალისტებმა სტუდენტებს აგრეთვე გააცნეს ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის ზოგადისაკითხებიც, რომელთა ცოდნა აუცილებელია ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობისათვის.