მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საპატრულო პოლიციის შეყვანა დაავალა. როგორც პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს დროებითი ღონისძიებაა, სანამ დაწესებულებებში გადახალისება მოხდება.
"მთლიანად შევიყვანოთ პატიმრებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით პრობლემატურ ციხეებში, მთლიანად გასწიეთ თანამშრომლები და შეიყვანეთ დროებით პოლიციის პატრული. ეს არის დროიებითი ღონისძიება სანამ იქ მოხდება გადარჩევა გადახალისება ტრებნინგი, როგორც იყო პოლიციაში თავიდან. შეიყვანეთ პატრულის ჯგუფები, ეს არ არის ბოლომდე პატრულის ფუქნცია, მაგრამ სიტუაცი არის საგანგებო და ეს არის დროებითი ზომა, მანამ ვიდრე ყველაფერს ფუნდამენტურად დავალაგებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.