მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საგანგებო თათბირზე განაცხადა, რომ "ნულოვანი ტოლერანტულობა ადამიანის უფლებების ნებისმიერი დამრღვევის მიმართ". თათბირს მთავრობის ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ესწრებოდნენ.
"ხალხი, რომელიც იქ ზის იხდის სასჯელს, რა თქმა უნდა საზოგადოებისათვის მძიმე ხალხია, იქ არიან მკვლელები, გამაუპატიურებლები, მძარცველები, მაგრამ როგორც ნულოვანი ტოლერანტულობა გვაქვს ამ დანაშაულის მიმართ და ამიტომ საქართველოში აღარ არის დამნაშავეობა და პრაქტიკულად ნულზეა დაყვანილი თიოთქმის, ასევე უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტულობა ადამიანის უფლებების ნებისნიერი დამრღვევის მიმართ, იმიტომ, რომ ჩვენ ვაშენებთ ცივილიზებუილ ადამიანურ ქვეყანას და არა ზალაობაზე აგებულ დისციპლინას.
არსებობს ძალიან ბერი მექანიზმი, რითიც შეიძლება წესრიგის დამყარება ადამიანისათვის თითის დაკარების გარეშე და დარწმუნების ბევრი მეთოდი", - განაცხადა პრეზიდენტმა.