საქართველოს პრეზიდენტი პენიტენციალურ სისტემაში არსებულ დარღვევებზე ალაპარაკდა და გარკვეული ჩავარდნების შესახებ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს პენიტენციალური სისტემის გადახალისება და არსებული დეპარატმენტის გაუქმება დაავალა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პენიტენციალურ სისტემაში ისეთივე რეფორმები უნდა განხორციელდეს, როგორც პოლიციაში განხორციელდა. სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს მთლიანად აღნიშნული რეფორმაზე გადართვა დავალა და განმარტა, რომ კომპრომატების ომის ფონზე, სუსტი წერტილების პოვნა შეუძლებელი უნდა გახდეს.
"მთლიანად გადაერთე და ყველა სხვა საკითხები გვერდით გადადე" - განუცხადა პრეზიდენტმა ივანე მერაბიშვილს.
.