მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია გლდანის N8 დაწესებულების ოფიცერი დავით აკობია, რომელმაც პატიმართა წამების შემზარავი კადრები გადაიღო. ამის შესახებ მედიასაშუალებებს დ.აკობიას ადვოკატმა სალომე აბულაძემ განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, მისთვის უცნობია დ.აკობიას ადგილსამყოფელი.
საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ცდილობენ დაადგინონ დავით აკობიას ადგილსამყოფელი. ინფორმაციის მიღებისთანავე სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გაავრცელებს შესაბამის განცხადებას.
.