"ეს არ იყო ერთადერთი უბედურება რაც თქვენ გუშინ ნახეთ, გაცილებით მეტი აქვთ მათ გაკეთებული. არ იჩქაროთ, არჩევნები კარზეა მომდგარი, ძალადობაზე არ წახვიდეთ, არც ერთ შემთხვევაში არ დაიწყოთ ქუჩებში მოუწესრიგებელი და არაორგანიზებული გამოსვლები. ძალიან წყნარად და დინჯად ჩავიდეთ არჩევნებამდე", _ განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დუშეთში გამართული შეხვედრის დროს.
„ქართველებს სიამაყე არ გვაკლდა და დღესაც არ გვაკლია, მაგრამ აი ამ მთავარი ღირსების წართმევა უნდათ ჩვენთვის. ამას ებრძვის ერთი კაცი, ეს მშიშარა კაცი და ეშინია ძალის და ებრძვის ძალას და სიამაყეს. მას მოსწონს მხოლოდ ლაჩარი და ლოიალური ხალხი, ვინც დაუკრავს და ვინც შეასრულებს მის ყველანაირ ბრძანებას. აი, ამის მაგალითები ნახეთ თქვენ გუშინ კადრებში, როგორ ასრულებენ ამ ერთი მშიშარა კაცის ბრძანებებს და რა დღეში ჰყავთ ჩვენი მოსახლეობა. იქ პატიმრების ძალიან დიდი ნაწილი, ვისაც აწამებენ, იცოდეთ, აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან. ათასობით საქართველოს მოქალაქე გამომწყვდეულია ციხეში, რომელსაც არავითარი კანონდარღვევა არ ჩაუდენია. ამიტომ მოვდივართ ჩვენ, რომ მოვიდეთ და ჩვენი ღირსება, ჩვენი სიამაყე დაგიბრუნოთ", _ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
" მე მინდა კიდევ მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას მოთმინებით, არ იჩქაროთ, ეს არ იყო ერთადერთი უბედურება რაც თქვენ გუშინ ნახეთ, გაცილებით მეტი აქვთ მათ გაკეთებული. არ იჩქაროთ, არჩევნებია კარზე მომდგარი, ძალადობაზე არ წამოხვიდეთ, არცერთ შემთხვევაში არ დაიწყოთ ქუჩებში მოუწესრიგებელი და არაორგანიზებული გამოსვლები და არცერთ შემთხვევაში არ მოახერხოთ ზედმეტი ემოციის ამოფრქვევა. ძალიან წყნარად და დინჯად ჩავიდეთ არჩევნებამდე.
.