,,გლდანის ციხეში მომხდარი ფაქტის შესახებ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს პირდაპირ ზემოდან დაშვებული წამებაა"_ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებადამცველმა ნანა დევდარიანმა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში უმძიმესი ვითარებაა.
,,ამ შემთხვევაში ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ისაუბრა. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ნულოვანი ტოლერანტობა სწორედ ესაა, ასეთი სახით_ პატიმრების წამება. სამწუხაროდ, ყველა რევოლუციის შედეგი არის ასეთი. Mსასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობდი, მაგრამ ასეთი მძიმე სურათი, როგორც ახლაა არასოდეს ყოფილა", _ განაცხადა დევდარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ,,მეცხრე არხმა" გაავრცელა ვიდეო-მასალა, სადაც გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრების შეურაცხყოფისა და ფიზიკური წამების ფაქტებია ასახული.