სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამების ფაქტზე დაპატიმრებულია 10 ადამიანი, - განაცხადა თბილისის მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ.
"პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფაქტებიდან ამ ეტაპზე დაკავებულნი არიან საჯარო მოხელეები. მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები,
გაგა მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
დავით ხუჭუა - გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი;
ვიქტორ ყაჭეიშვილი გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორის მოადგილე;
ლევან ფურცხვანიძე - გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების გამყოფილების უფროსი;
გიორგი კვარაცხელია - მე-8 საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი;
ოლეგ ფაცაცია - მე-8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი;
მანუჩარ ლომთაძე - მე-8 საპყრობილის კონტროლის ინსპექტორი;
გელა ცომაია - საპყრობილის ოპერატიული მორიგე;
ლევან ფხალაძე - საპყრობილის კონტროლიორი;
ბორის ფარულავა - საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების დირექტორი.
მეთერთმეტე პიროვნებას წარედგინა ბრალი და ის ძებნილია ამჟამად. ეს არის ვლადიმერ ბედუკაძე ამავე მე-8 საპყრობილის მორიგე ინსპექტორი.