გლადანის მე-8 საპყრობილეში მოხდა მძიმე დანაშაული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ხაშურში გამართულ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა პირობა დადო რომ მომხდარში მონაწილე ყველა პირი უმკაცრესად იქნება დასჯილი. როგორც პოლიციაში ისევე ამ სისტემაში ის პირადად უზრუნველყოფს იმას რომ გამოირიცხოს ადამიანთა წამების ფაქტები.
"გლადანის მე-8 საპყრობილეში მოხდა მძიმე დანაშაული. ყველა ვინც ამაში მონაწილეობდა არის ძებნაში ან დაპატიმრებულია. მე პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ როგორც ჩვენ პოლიციაში აღმოვფხვერით წამების ფაქტები, ისე პირადად ვუზრუნველყოფ რომ ამ სისტემაში გამოირიცხოს ადამიანის წამების და ღირსების შემლახავი საქმეები, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ". - აღნიშნა მერაბიშვილმა.