საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ის ადამიანები ვინც პატიმართა წამებაში იღებდნენ მონაწილეობას, აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. როგორც დავით ბაქრაძემ Fაცებოოკ-ის ოფიციალურ გვერძე დაწერა, დებატებში მონაწილეობის გამო მან მხოლოდ გვიან საღამოს შეძლო გლდანის ციხეში მომხდარი დანაშაულის კადრები ნახა.
"შეძრწუნებული და შოკირებული ვარ. ასეთი დანაშაულის ჩამდენების და ორგანიზატორების ადგილი არ არის იმ ახალ საქართველოში, რომელსაც ყველა ერთად ვაშენებთ. როგორც ადამიანს და როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ასევე უნდა დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც დაუშვა სისტემაში ამგვარი დანაშაულის არსებობა. გპირდებით, რომ ეს დანაშაული ბოლომდე იქნება გამოძიებული, ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ხოლო სისტემაში გატარებული იქნება ისეთი ზომები, რომელიც სამომავლოდ გამორიცხავს ამგვარი დანაშაულის განმეორებას"- აცხადებს დავით ბაქრაძე.,