ლიბერთი ბანკი აგრძელებს არსებული ფილიალებისა და სერვის ცენტრების მოდერნიზებასა და ქსელის მნიშვნელოვან გაფართოვებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღეს, საჩხერეში ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ წულაიამ ახალი ფილიალი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
ლიბერთი ბანკის საჩხერის ფილიალში შესაძლებელია ყველა სახის საბანკო მომსახურების მიღება: სესხის აღება, საერთაშორისო გზავნილების სისტემით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
ლიბერთი ბანკი 208 სერვის ფილიალისა და ლიბერთი ექსპრესის 100 მობილური სერვის ცენტრის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობის 1.5 მლნ ფიზიკურ და 55 000 იურიდიულ პირს ემსახურება.