სარემონტო სამუშაოების გამო 19 სექტემბერს 14 საათიდან 15 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: კოსტავას (ნაწილობრივ), კოსტავას I და II შესახვევის (ნაწილობრივ), შიო მღვიმელის, ქუჩიშვილის, ვერის I და II შესახვევის, ი. ნიკოლაძის, ნ. ნიკოლაძის, ბოცვაძის და მელიქიშვილის მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. აგრეთვე ელექტრომომარაგება შეეზღუდება ვერის ბაღს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.