ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Charlie Hebdo დღევანდელ ნომერში მოციქული მუჰამედის კარიკატურა დაბეჭდა. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.
ჟურნალის პირველ გვერდზე გამოსახულია მუსულმანი ინვალიდის ეტლში, რომელიც წარმოთქვამს ფრაზას "არაფერია სასაცილო". ილუსტრაცია დასათაურებულია - "ხელშეუხებელნი 2" და წარმოადგენს პოპულარული ფრანგული ფილმის "ხელშეუხებელნი" პაროდიას.
ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ტელეარხ iTele-ში განაცხადა, რომ კარიკატურა შოკისმომგვრეი იქნება იმათთვის, ვისაც უნდა რომ იყოს გაოგნებული, იმ გაზეთის კითხვისას, რომელსაც არასოდეს კითხულობს.
მისივე თქმით, კარიკატურები მუჰამედზე მხოლოდ საბაბია იმათთვის ვისაც საბაბი სჭირდება.
იმას შემდეგ რაც ფრანგულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია Charlie Hebdo-ში კარიკატურების დაბეჭდვის შესახებ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან-მარკ ეირომ გამოსცა სპეციალური კომუნიკე, რომელშიც ყველას მოუწოდა პასუხიმგებლობისკენ.
კარიკატურების გამოქვეყნება, იმ პირობებში, როდესაც მთელს მსოფლიოში არ ცხრება ვნებათაღელვა სკანდალური ფილმის გამო, სავაურაუდოდ, კიდევ უფრო გამწვავებს არსებულ ვითარებას.