სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმრებმა "მე-9 არხის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში რამდენიმე ადამიანი ამოიცნეს.
ერთ-ერთის მეტსახელია "კვიტა". ამოიცნეს ასევე, ვინმე გაგა, ციხის საავადმყოფოს უფროსი. ტელეფონზე მოსაუბრე პიროვნება, როგორც პატიმრები ამბობენ, არის გაგა მკურნალი. გიორგი კვარაცხელია - ოფიცერი, ოლეგი ფაცაცია - რეჟიმის უფროსი; გიორგი ავსაჯანაშვილი - უსაფრთხოების ოფიცერი, ვიქტორ ყაჭეიშვილი - ციხის უფროსის მოადგილე; ოფიცერი, 21 წლის ვინმე გიორგი, შავებში ჩაცმული მამაკაცი - დათო ხუჭუა - ციხის უფროსი, კარანტინის კონტროლიორი ჩიჩუა, უსაფრთხოების თანამშრომელი - "ხონსკი", თენგო - ოფიცერი, კორპუსის ოფიცერი, მეტსახელად "მელოტი მახო", ასევე ლადო ბადუკაძის შემცვლელი, ვინმე გიორგი.