გამჟღავნდა მთელს მსოფლიოში, რომ სააკაშვილი ემსახურება ძალადობით ადამიანების ჩაგვრას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მთელი საქართველო უთანაგრძნობს იმ პატიმრებს, რომლებიც ასეთი არაადამიანური სისასტიკის მსხვერპლნი გახდნენ.
"ყველაფერთან ერთად, შემაშფოთებელია ის, რომ ასეთი კოლექტიური სისასტიკის სულის ჩამბერავი აღმოჩნდა სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და რაღა თქმა უნდა, ბაჩო ახალაია. მათ შექმნეს ეს რეპრესიული სისტემა, რომლის მსხვერპლნი დღეს ჩვენ ტელეეთერით ვნახეთ", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ეს რაც იხილა მაყურებელმა, არ არის შემთხვევა, რომელიც მხოლოდ ერთხელ მოხდა ეს არის სისტემატიური.
"მინდა ვთქვა, როდესაც ითხოვენ გადაყენებას ქალბატონი კალმახელიძის, ქალბატონი კალმახელიძე არის ჭანჭიკი. მთავარი დამნაშავე ამ სისტემის დაკნონების არის სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ახალაიები. მე ვიპრდები საქართველოს საზოგადოებას, თითოეული მთგანი აგებს კანონის მთელი სისასტიკით პასუხს. ისინი აღმოჩნდებიან მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების სკამზე. ამას ქართული საზოგადოება არ მოითმენს. ასე, რომ დამთავრდება ოქტომბრიდან ტირანიული რეჟიმი სააკაშილის, რომელიც დღეს გამჟღავნდა მთელს მსოფლიოში, რომ ემსახურება სწორედ წამებას, ემსახურება ძალადობით ადამიანებისა და მოქალაქეების ჩაგვრას", - განაცხადა ალასანიამ.