პატიმრების ძალადობაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემდეგ უნდა დადგეს, - ამის შესახებ ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ახალგაზრდა ადვოკატები" მიიჩნევენ, რომ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში მოვლენაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, რომელმაც თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.
"მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ერთობლიობას წარმოადგენს და მათზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციებით გათვალსიწინებული მუხლებითაც უნდა დადგეს", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები" უერთდებიან სოლიდარობის პროტესტსს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, რომელიც პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობის გამო უკიდურესად აღმაშფოთებელია.
"ვუერთდებით უფლებადამცველების მოთხოვნას - 24-საათიან ვადაში ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ინიციატივას - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ აჩვენოს მსჯავრდებულთა ცემის შემზარავი კადრები. „ახალგაზრდა ადვოაკტები" მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიებს, რათა ადეკვატურად შეაფასონ მომხდარი ძალადობა", - ნათქვამია განცხადებაში.