სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია ბათუმში ერას მოედანზეც იწყება. ბათუმში აქციის ორგანიზება, ისევე როგორც თბილისში, სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა.
თბილისში, ფილარმონიასთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია - "არ აწამო!" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა, ახალგაზრდებმა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა სამანქანო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ "არ აწამო!" და სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძისა და შს მინისტრის ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები საზოგადოების ერთად დგომისკენ მოუწოდებენ.