თბილისში, ფილარმონიასთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია - "არ აწამო!" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა, ახალგაზრდებმა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა სამანქანო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ "არ აწამო!" და სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძისა და შს მინისტრის ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გადაყენებას.
აქციის მონწილეთა მოთხოვნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებში მონიტორინგი საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარონ.
აქციის მონაწილეები საზოგადოების ერთად დგომისკენ მოუწოდებენ.