ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ მელიქიშვილის გამზირი. ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ დაშლას, სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ იმ ძალადობრივ ქმედებებში, რომელიც საპატიმროებში ხდება.
"ჩვენ არ დავიშლებით იქამდე, სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ იმ ძალადობრივ ქმედებებში, რომელიც საპატიმროებში ხორციელდება", - აცხადებს დაჩი ცაგურია.
მისი თქმით, პირველ რიგში ხათუნა კალმახელიძე უნდა დაისაჯოს იმ ფაქტების გამო, რომელიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.