ამ კადრების გავრცელების შემდეგ უნდა დადგეს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, - განაცხადა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" სატელეფონო ჩართვისას სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.
"კადრებში ჩანს რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მათ შორის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის ციხის დირექტორი და მისი მოადგილე, უსაფრთხოების უფროსი", - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ყველას მიმართ ვისაც ამ ფაქტებთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდა.