გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მინდინარე აქციაში საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ახალგაზრდები მონაწილეობენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი კახა კალაძე, ასევე თამაზ თამაზაშვილის სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილმა უკვე მოუწოდა პატიმრების დედებს საკუთარი შვილების უფლებების დაცვისკენ. მან ასევე აღნიშნა, რომ თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.
"თამაზ თამაზაშვილი არის მიხეილ სააკაშვილის პირადი მძევალი და აბსურდია იმაზე საუბარი, რომ თამაზაშვილი ციხეში რამეს აწყობდა. ეს ფიზიკურადაც შეუძლებელია. მივმართავ საერთშორისო საზოგადოებას, დიპლომატრიურ კორპუსს, რომ რეაგირება მოახდინონ ამ ამაზრზენ ფაქტებზე", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, -" მინდა მივმართო პატიმრების დედებს. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს უმსგავსოება".
შეგახსნებთ, რომ დღეს ტელეკომპანიებმა "მაესტრომ" და "მეცხრე არხმა" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისდამი მოპყრობის არაადამიანური ფაქტები გამოქვეყნეს.