ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ დღეს საქართველო უკეთესი ქვეყანაა, ვიდრე 8 წლის წინ. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში , პროექტ "დებატები 2012"-ში "ნაციონალუური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქაძემ განაცხადა.
"ჩვენ შევძელით ერთად დაგვემარცხებინა კრიმინალი, სიბნელე, კორუფცია. დღეს საქართველოში ჩამოდის მეტი ინვესტორი და მეტი ტურისტი, მაგრამ იმასაც ძალიან კარგად ვხედავთ, რომ დღეს საქართველოში ბევრ ადამიანს უჭირს. სწორედ ამიტომ ნაციონალური მოძრაობის გეგმაა - მოვუტანოთ მეტი სარგებელი ხალხს", - აღნიშნა ბაქრაძემ
მისი თქმით, მთავრი პრობლემა უმუშევრობის დაძლევაა.
"ჩვენ დავძლევთ უმუშევრობას და წელში გავტეხავთ სწორედ ისე, როგორც წინა წლებში მოვახერხეთ კრიმინალის დაძლევა და წელში გატეხვა. ამას გავაკეთებთ თითოეული უმუშევრისთვის მეტი დამხარებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და ადამიანების გადამზადებით", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ და დასძინა, -" ჩვენ გავაგრძელებთ ჯანდაცვის რეფორმას, რომ ჯანდაცვა იყოს უფრო ხელმისაწვდომი, და უკვე გაისად 3 მილიონი ადამიანი ისარგებლებს სახელმწიფო დაზღვევით. ჩვენ თითოეულ ოჯახს დავურიგებთ ათასლარიან ვაუჩერს, რომელიც მათ დაეხმარებათ მაღალ ფასებთან და ყოვედღიურ სირთულეებთან ბრძოლაში. და ბოლოს ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ხერხემალს და გულს - ქართულ სოფელს. ჩვენ დავეხმარებით ქართველ გლეხს. ახალი ტექნოლოგიებით, 500 ახალი გადამამუშავაბელი საწარმოთი. ახალი საერიგაციო სისტემებით, რომელიც მორწყავს 90 ათას ჰექტარს".
მისი თქმით, რა თქმა უნდა მთავერობამ ვერ შეძლო მოეგვარებინა ყველა პრობლემა.
"შეიძლება პრობლემები მომავალშიც დარჩეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც წაიყვანს ქვეყანას წინ და მოუტანს მეტ სარგებელს ხალხს", - განაცხადა ბაქრაძემ.