ყველას საფიქარლია აღმოიფხვრას ის უსამართლობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის, პრეზიდენტ სააკაშვილი მხრიდან მთელ საქართველოში 8-9 წლის განმავლობაში დაინერგა, რომ ქვეყანაში რამენაირად დავამარცხოთ სიღარიბე, სიღატაკე, რომლის მთავარი მტერი არის მასობრიოვი დაუსაქმებლობა. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში , პროექტ "დებატები 2012"-ში ქრისტიიან დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგმაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონებში არსებული ვითარება იდევ უფრო ამძიმეს ქვენაში არსებულ ვითარებას.
"ამიტომ მე თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ რის თობაზეც დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტულება არ უკავშირდება მხოლოდ სამართლიან ტარიფებს. არ უკავშირდება ჩვენს ქვეყანში კეთილდღეობის დონის ამაღლებას, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმ უზარმაზარ გამოწვევებს, რომელიც აქვს ქვეყანას. ახლო აღმოსავლეთში, შუაგულ კავკასიაში ფაქტობრივად ომი მიმდინარეობს, ირანთან დაკავშირებით ვითარება კიდევ უფრო იძაბება. ასევე ჩვენს ჩრდილოეთით უზარმაზარი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს", - განაცხადა თარგამაძემ.
თარგამაძემ აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას და არც ერთ ჩვენგანს არ გვაქვს იმის ფუფუნება და უფლება, რომ მთელი ჩვენი ეროვნული ენერეგია, რესურსები, ქართველებმა ერთმანეთში, შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებში დავხარჯოთ.
მისი თქმით, ქვეყანას ჭირდება ქმედუარიანი მთავრობა. მთავრობა, რომელიც იმსახურებს მეტი საზოგადეობის ნდობას.
"ყველას უნდა გვახოვდეს, არჩევნები, რომელიც გაიმართება პირველ ოქტომბერს, ჩამოაყალიბებს არა მხოლოდ ახალ ქართულ პარლამენტს, არამედ საფუძველს ჩაუყრის ახალ ქართულ მთავრობას, რომელმაც უნდა მოაგვაროს ქვეყანაში სამართლიანი ტარიფების პრობლემა", - აღნიშნა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა.