რასაც გეტყვით ყველაფერი გულიდან ამოღებული სიტყვები იქნება, - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში , პროექტ "დებატები 2012"-ში კოალიცია "ქართული ოცნების" სიის პირველმა ნომერმა კახი კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალამ "ქართულ ოცნება" ძალიან ბევრ დარტყმას, ძალადობას, რეპრესიებს გაუძლო და ყველა სიძნელის ბარიერი გადალახა.
"მე მინდა იყოთ დარწმუნებული ერთ რამეში, რომ "ქართული ოცნება" ბოლომდე თითოეული ქართველი ოჯახის გვერდით იდგება. ამ კოალიციას ხელმზღვანელობს ადამიანი ბარტონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. მე არ დავწიყებ იმის ჩამოთვლას თუ რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებეული ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა კალაძემ და დასძინა, - " კარგად გავიხსენოთ ბოლო 9 წელი, რა გაკეთდა, რა შესრულდა იმ დიდი დაპირებიდან რასაც გვპირდებოდა პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო აქამდე. გახდა თქვენი ცხოვრება ისეთი, როგორსაც 9 წლის წინ გვპირდებოდნენ? გახდით იმ კეთილდღეობის მონაწილე, რაც ადამიანიების პატარა ჯგუფმა გაინაწილა? ამიტომ, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების, შვილების მომავლის მხარდაჭერას ნიშნავს".