ეგვიპტის პროკურატურამ შვიდი ეგვიპტელი კოპტის დასაკავებლად ორდერები გასცა. ასებული ვერსიების მიხედვით ისინი კავშირში არიან ანტიმუსულმანური ფილმის გადაღებასთან, რომლებაც მთელს მსოფლიოში მუსულმანთა მღელვარება გამოიწვია.
პროკურატურის განცხადებით, მათ ბრალი ედებათ ეროვნული ერთიანობისთვის ზიანის მიყენებასა და ისლამის შეურაცხყოფაში. ყველა მათგანი, სავარაუდოდ, ეგვიპტის ფარგლებს გარეთ იმყოფება.
ძებნილებს შორისა ნაკულა ბასეკლი ნაკულა, რომელიც ფილმის პროდიუსერად მიიჩნევა. ის რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სამართალდამცავებმა დაკითხეს.
ასევე, გაცემულია ორდერი ამერიკელ პასტორზე ტერი ჯონსზე, რომელიც არაერთხელ გამოსულა ანტიისლამური განცხადებებით.
მასალის გამოყენების პირობები