ხვალ, 19 სექტემბერს, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" საიუბილეო ტურნეს ფარგლებში ზუგდიდში კონცერტს გამართავს. 45 წლის იუბილეს "რუსთავი" საქართველოს რეგიონებში საიუბილეო კონცერტებით აღნიშნავს.
კონცერტები გაიმართება 19 სექტემბერს ზუგდიდში, 20 სექტემბერს ოზურგეთში, 21 სექტემბერს ბათუმში, 22 სექტემბერს ბოლნისში და 29 სექტემბერს რუსთავში.
ანსამბლ "რუსთავის" საიუბილეო ტურნე შედგება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
"რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელია ფრიდონ სულაბერიძე, დირექტორი - პროფესორი ბადრი თოიძე.