19-22 სექტემბერს, ბათუმში, პირველად საქართველოში, ფრინველების ფესტივალი ჩატარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმს აჭარაში დიდი პოტენციალი აქვს.
"ტურიზმის ამ სახეობის განვითარებისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საერთაშორისო ორგანიზაცია "ბათუმი რაფთორ ქაუნთთან" ერთად ატარებს ბათუმის ფრინველთა ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც გაიხსნება სოფელ ჩაისუბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოებით განახლებული დაკვირვების წერტილი", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.