A/H1N1 ვირუსის გართულებული ფორმით პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ორი თვის ჩვილი მოათავსეს.
ბავშვი თბილისში კატასტროფის ბრიგადამ დედოფლისწყაროდან გვიან ღამით გადმოიყვანა.
ანა გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ვარაუდით, ბავშვს ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო.
ამ დროისთვის ჩვილს მწვავე პნევმონია აღენიშნება. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.