ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბი მთავარ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თენგიზ სარიშვილის წინააღმდეგ.
"ქართული ოცნების" განცხადებით, საქმე ეხება ამომრჩევლის მოსყიდვის სამ ფაქტს, რომელიც სარიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრებზე სააგენტო "ინფო 9"-მ გადაიღო.
"ქართული ოცნება" მიმართავს სასამართლოს ადმინისტრაციული წესით, რომ სარიშვილი მოიხსნას რეგისტრაციიდან, როგორც საარჩევნო სუბიექტი.